ღონისძიებები

Tuesday, November 24, 2020

ახლებურად გააზრებული დავალება

 

ახლებურად გააზრებული დავალება

 a-  A+ 

ჩემი პროფესია იმითაცაა საინტერესო, რომ მუდმივად ახალ გამოწვევებს მთავაზობს. მასწავლებლობა, სხვა ყველაფერთან ერთად, მუდმივ განვითარებას, ცოდნის სხვაგვარ რეალიზებას, სასწავლო პროცესის გადაწყობას და ბევრი საკითხის ახლებურ გააზრებას გულისხმობს. ცვლილებები არ მოდის მარტივად. პირველი, რაც ადამიანს კომფორტის ზონის დარღვევისას თავში მოგდის,  არის წინააღმდეგობა, ეჭვი სიახლის მიმართ, მერე ნელ-ნელა უკვირდები, თანდათან ხვდები, რომ რაღაც საინტერესოა, იაზრებ, რომ მოსინჯვად ღირს, მნიშვნელოვანს იჭერ, თანდათან მოგწონს, რასაც აკეთებ. უკვე იდეაზე კი აღარ დაობ, ფორმას ცვლი, ირგებ. შენეულს ხდი და ასე მტკივნეულად, მაგრამ გააზრებულად ხდები სიახლის ნაწილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული „ახალი სკოლის მოდელიც“ ასე მოვიდა ჩემთან. ნებისმიერ სიახლეს მხოლოდ ერთი მიზნით ვიღებ და ვითავისებ – ჩემი მოსწავლეებისთვის უნდა იყოს უკეთესი. უნდა აუმჯობესებდეს დასწავლის,  გაგების, დამახსოვრების ხარისხს. სხვაგვარად არც მიდგომის და არს მეთოდების ცვლას აზრი არ აქვს. ეს პროექტი კი სწორედ ასეთია. იგი საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს დავანახო მათემატიკის საჭიროება ცხოვრებაში. საკლასო ოთახი გაიტანო სადღაც სკოლის გარეთ და პრაქტიკული მაგალითებით გავზარდო მათი დაინტერესება, შინაგანი მოტივაცია გავუღვივო.

ამას ისედაც ვაკეთებდითო იტყვით თქვენ. მეც ზუსტად ამას ვამბობ. ვაკეთებდი ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, არა ყველა თემაზე და არა მწყობრი, მიზანმიმართული ნაბიჯებით. მას შემდეგ, რაც პროექტის არსსა და შინაარსში გავერკვიე, დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ გამოვიყენო  სახელმძღვანელოებში მოცემული რესურსები ახალი მიზნით, ანუ გრიფირებულ სახელმძღვანელოში არსებული სავარჯიშოები, როგორ გავხადო მეტად პრაქტიკული და როგორ გავხადო მეტად საფიქრალი, სააზროვნო, ბავშვებმა მოსინჯონ სხვადასხვა გზა, იმსჯელონ, შეარჩიონ მათთვის მოსახერხებელი და ისე წარმოადგინონ ნაშრომი. ამით სხვადასხვა უნარი ერთდროულად ვითარდება − ლოგიკური აზროვნების გარდა ვითარდება მსჯელობის, გადაწყვეტილების მიღების, კვლევითი უნარები. თუმცა ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბავშვები უღრმავდებიან საკუთარ თავს და თანდათან ამოიცნობენ საკუთარი სწავლის სტილს. ეს ნამდვილად საჭირო უნარია.

მე-5 კლასში მნიშვნელოვანია მოსწავლეს დიდი რიცხვების შედარება ვასწავლოთ. ასევე, ისინი უნდა ფლობენ  შეკრება-გამოკლების უნარებს და იცოდნენ კენტი და ლუწი რიცხვები. სახელმძღვანელოებში მრავლადაა მაგალითები კონკრეტული უნარის გასაუმჯობესებლად. მე კი შევეცადე და გავაერთიანე ისინი ერთ ისეთ დავალებად, რომელსაც მეტი ფიქრი და აზროვნება დასჭირდებოდა. ასევე, არ ექნებოდა ამოხსნის ერთადერთი  გზა და ყველა გზის მოსინჯვის შემდეგ მოსწავლე შეძლებდა თავად აერჩია სასურველი. ცხრილში წარმოდგენილია სახელმძღვანელოს სავარჯიშო და ოდნავ სახეცვლილი, ახლებურად გააზრებული დავალება. თავად დარწმუნდებით, რომ ასეთი რამ ცალ-ცალკე უამრავჯერ გაგვიკეთებია.

 

წიგნიის სავარჯიშო (ნატურალური რიცხვები)ახლებური გააზრება (ცხოვრებისეული მაგალითები)
რომელი ნიშანი უნდა ეწეროს „*“-ის ნაცვლად „<“, „>“ თუ „+“?

 

125 +849 * 849 +130,

1236 +4593 * 1236 +4592,

30258 +60487 * 30259 +605486,

12000 +3056 * 12056 +3000.

 

 

 

 

 

 

გამოიანგარიშე თითოეული გამოსახულების მნიშვნელობა და შედეგებიდან ლუწი რიცხვები დაალაგე ზრდადობის, ხოლო კენტი რიცხვები კლებადობის მიხედვით. დაასახელე შედეგებს შორის უდიდესი და უმცირესი რიცხვი. იპოვე მათ შორის სხვაობა და პრეზენტაციისას წარმოადგინე რა დაგეხმარა უდიდესისა და უმცირესი რიცხვების განსაზღვრაში. როგორ გაარჩიე კენტი და ლუწი რიცხვები, რა ხერხით დაალაგე ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით. კიდევ რომელი ხერხით შეგეძლო და დაასაბუთე შენ მიერ შერჩეული ხერხის უპირატესობა

 

125 +849

849 +130

1236 +4593

1236 +4592

30258 +60487

30259 +605486

12000 +3056

12056 +3000.

 

როგორც ხედავთ ოდნავი სახეცვლილება უფრო საინტერესოს ხდის დავალებას და მის ამოხსნას მეტ ინტერესს სძენს. ახლებური პირობის მიხედვით,  ბავშვები რიცხვებს ერთმანეთს კი არ შეადარებენ (ორი რიცხვის შედარება), არამედ ყველა მოცემულ რიცხვს შეადარებენ ერთმანეთს. გაარკვევენ, რომელია მეტი ან ნაკლები. მათ შეუძლიათ ეს სხვადასხვა ხერხით გააკეთონ. გადააწყონ კენტი და ლუწი რიცხვები (წინარე ცოდნასთან კავშირი) და დაალაგონ პირობის მიხედვით. ხოლო ის, თუ როგორ სტრატეგიას შეარჩევენ ამ პირობის შესასრულებლად, გახდება მსჯელობის საგანი. წინასწარ წარმოვიდგენ „ცხარე“ კამათს, თუ როგორ უმტკიცებენ ერთმანეთს საკუთარი არჩევანის უპირატესობას.

ამ ჭრილში დანახულ ერთ გეომეტრიულ ამოცანასაც შემოგთავაზებთ. შევეცადე სახელმძღვანელოში არსებული ამოცანა დამეკავშირებინა ცხოვრებისეულ მაგალითთან და ამით  ყოფითი პრობლემა გადამეჭრა. წარმოგიდგენთ მას

 

წიგნიის სავარჯიშო (თემა ფართობები)ახლებური გააზრება (ცხოვრებისეული მაგალითები)
გამოთვალე ნახაზზე მოცემული ფიგურის ფართობი მითითებული ზომების მიხედვით

 

 

 

 

გიგო პაპამ მართკუთხედის ფორმის ნაკვეთიდან საბძლის ასაშენებლად ასევე მართკუთხედის ფორმის მიწის ნაწილი გამოყო. დაუკვირდით ნახაზს და გამოიანგარიშეთ, რა ფართობის ნაკვეთი დარჩა გიგო პაპას დასამუშავებელი. (გაფერადებული ფიგურა)? გამოთვლები ჩაატარეთ ყველა შესაძლო ხერხით. შეარჩიეთ საპრეზენტაციოდ თქვენთვის სასურველი ხერხი და დაასაბუთეთ, რატომ არის იგი მოსახერხებელი.

 

 

ვფიქრობ, თავად ის, რომ ბავშვები ისეთ „დიდურ“ ამოცანებს ეჭიდებიან, როგორიცაა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა, მათ მოტივაციას უორმაგებს და მეტად საინტერესო ხდება მათთვის შესასწავლი საგანი. ამასთან, მათ უკვე იციან, რაში და სად გამოდგება ცოდნა, რომელიც ისინი საკლასო ოთახებში იღებენ.

ეს არის ჩემი მცდელობა, ახლებურად გავიაზრო, ახლებურად მივაწოდო და დავანახო  ჩემს მოსწავლეებს მათემატიკის სწავლების მნიშვნელობა. ფიქრი და ძიება გრძელდება. ერთადერთი რაშიც უკვე დავრწმუნდი, არის ის, რომ საგნის პრაქტიკული გამოცდილებით გაჯერება და საბოლოო პროდუქტის დანახვება მოსწავლეებისათვის არის გზა, რომელიც გაუმარტივებს ბავშვებს მათემატიკის სწავლას.

 

 

კომპლექსური დავალება რამდენიმე სამიზნე ცნებასთან მიმართებით

 a-  A+ 

პროექტ ,,ახალი სკოლის მოდელში’’ ჩართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლები, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის რეკომენდაციების თანახმად,  სწავლა-სწავლების პროცესს წარმართავენ ორი მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინებით:


 


Wednesday, November 20, 2019

საშინაო დავალების ჯგუფურად გასწორება.


ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს ყველაზე კარგად მოეხსენებათ, რა რთულია მართლწერისა და გრამატიკული წესების შესწავლა ბავშვებისთვის. საშინაო დავალებების გასწორება კი ნამდვილი კატორღაა, რომელიც თავდაუზოგავი შრომის შედეგად, წლის ბოლოსკენ ოდნავ მსუბუქდება ხოლმე.

Monday, October 7, 2019

“გაჩერებების” მეთოდის გამოყენება გაკვეთილზე 11 აპრილი, 2019 თამარ მურუსიძე a- A+ დღეს უკვე ყველა მასწავლებლისთვის ცნობილია გაჩერებებით სწავლის მეთოდი და მისი გამოყენების ეფექტური შედეგი. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ გამოვიყენე აღნიშნული მეთოდი მათემატიკის გაკვეთილზე მე-5 კლასში, ახალი მასალის ახსნისას. გაკვეთილის თემა იყო: ტოლმრიცხველიანი და ტოლმნიშვნელიანი წილადების შედარება. გაჩერებების მეთოდი ესაა დამოუკიდებლად გაგება-გააზრებაზე, ქმედებაზე ორიენტირებული მეთოდი. სასწავლო მიზნის მისაღწევად დროის ლიმიტი, მასალა, სწავლის გზები, რესურსები, საკლასო სივრცე კარგად უნდა იყოს ორგანიზებული, ასევე- გათვალისწინებული მოსწავლეთა შესაძლებლობები. საკლასო სივრცე დავყავი ჯგუფური მუშაობისათვის განკუთვნილ 4 ზონად. თითოეულს „გაჩერება #…“ ეწოდება. თითოეულ გაჩერებაზე სხვადასხვა გზით გასაანალიზებელი ერთი და იმავე შინაარსის მასალა განვათავსე. მოსწავლეთა ჯგუფები თანმიმდევრულად მოძრაობენ „გაჩერებებზე“, შესაბამისად თითოეულ ჯგუფს ამ „მოგზაურობისას“ ყველა დავალების შესრულება უწევს.


Monday, June 17, 2019

პროექტებით სწავლება – საინტერესო და სასარგებლო

დიმიტრი უზნაძე გვასწავლის: სწალაში ირიადი მნივნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსი მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ – განსაზვრული მიმართულებით მოსწავლის ალების განვითარებას”. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება.

Sunday, June 16, 2019

ეროვნული ბანკი მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებით კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებით კონკურსს აცხადებს

“გლობალური ფულის კვირეულის” (Global Money Week) ფარგლებში, ეროვნული ბანკისაჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებით კონკურსს აცხადებს. კვირეულს საქართველო უკვე მეექვსედ უერთდება. კონკურსი ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეები შეძლებენ შემოქმედებითი გზით წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა, მოსაზრებები და დამოკიდებულება ქართული ფულის მნიშვნელობის, ისტორიისა და მომავლის, ასევე საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის მნიშვნელობის, ფუნქციებისა და ზოგადად, ფინანსური საკითხების ირგვლივ.
შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მიღება, მთელი საქართველოს მასშტაბით, II-VII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.

ბილ გეითსის აზრით 10 ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგია

ბილ გეითსის აზრით 10 ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგია

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, მცირე მეწარმეებსა და სტარტაპერებს ხშირად საჭირო და პრაქტიკულ რჩევებს აძლევს. ფილანტროპი და ინვესტორი, ამჯერად, 10 ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიაზე საუბრობს. მისი აზრით, ეს ბევრ ბიზნესმენს დააფიქრებს, რა საქმე დაიწყოს, ადამიანების ცხოვრებას კი ძირფესვიანად შეცვლის.
statiebi-bog
ბილ გეითსის აზრით, 2019 წლის 10 ინოვაციური ტექნოლოგიაა: