მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალი 24 მარტს გაიმართება
ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) ფინალშია – კონკურსის მთავარ გამარჯვებულს 24 მარტს, თბილისის დროით, 18:00 საათზე გამოავლენენ.
ლადო აფხაზავას კონკურენტები არიან პედაგოგები: დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კენიიდან, ნიდერლანდებიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. ფინალამდე კონკურსანტებმა, მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასები ჩაატარეს და სხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ შორის იყო ლადო აფხაზავაც, რომლის პრეზენტაციასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ქართველი პედაგოგი, „გლობალური მასწავლებლის ჯილდოს“ ელჩი გახდა.
შეგხსენებთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტებს შორის 21 თებერვალს დაასახელეს.
No comments:
Post a Comment